
ხვალიდან კვების ობიექტების მუშაობა 1 საათით გახანგრძლივდება
05/10/2021 08:03:41 საზოგადოება
მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვების ობიექტების მუშაობა ერთი საათით გახანგრძლივდება.
რესტორნების მუშაობა 22:00 საათამდე იყო დაშვებული.