
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
05/10/2021 07:09:02 საზოგადოება
რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა. უბედურ შემთხვევას იქ დასაქმებული 60 წლამდე კაცი ემსხვერპლა.
აფეთქების მიზეზი უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.