ცუკერბერგი Facebook-ის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის
05/10/2021 05:40:35 მსოფლიო
Facebook-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი მომხმარებლებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.
"Facebook, Instagram, WhatsApp და Messenger ბრუნდება. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის – ვიცი, როგორ ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ კავშირი თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან“, - წერს ცუკერბერგი.
ცნობისათვის: Facebook-მა თითქმის შვიდსაათიანი გათიშვის შემდგომ მუშაობა აღადგინა. Facebook, Messenger, WhatsApp და Instagram ამ ხნის განმავლობაში გათიშული იყო. კომპანიამ გათიშვისთანავე გაავრცელა განცხადება, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ. მას შემდეგ მას არ დაუზუსტებია, რა გახდა გამორთვის მიზეზი.
გამოცემა Insider Paper-მა დაწერა, რომ Facebook-ის თანამშრომლებმა ოფისში შესვლაც ვერ მოახერხეს, ვინაიდან არც მათი საშვები მუშაობდა.
კომპანიის აქციების ფასი ბოლო რამდენიმე საათში 5.43%-ით შემცირდა.


