ომანსა და ირანში “შაჰინმა", სულ მცირე, 10 პირი იმსხვერპლა
04/10/2021 13:04:43 მსოფლიო
ომანსა და ირანს ტროპიკული ციკლონი “შაჰინი“ დაატყდა თავს. ძლიერმა ქარმა და წვიმამ, სულ მცირე, 10 პირი იმსხვერპლა.
ომანის სანაპირო რაიონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დედაქალაქ მუსკატის ქუჩები დატბორილია. რამდენიმე რაიონს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ომანის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ციკლონის სიჩქარე საათში 120-დან 150 კილომეტრამდე მერყეობს. საგანგებო თავშესაფარში ამ დროისთვის 2 700-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი.
ირანის ხელისუფლების განცხადებით, "შაჰინმა" სიტან -ბალუჩესტანის პორტში 6 პირი იმსხვერპლა. დაღუპულები მეთევზეები არიან. მისივე ცნობით, სტიქიამ ქვეყანაში დააზიანა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და ინფრასტრუქტურა.
ტროპიკული ციკლონის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთშიც.


