
რუსეთში აშშ-ის ელჩი თანამდებობას ტოვებს
06/08/2019 16:38:07 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, მსოფლიო
რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ჰანტსმენი თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადებით ჰანტსმენმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკვე მიმართა.
ჰანტსმენი ელჩის მოვალეობას 3 სექტემბრამდე შეასრულებს.
ჯონ ჰანტსმანი რუსეთში აშშ-ის ელჩად 2017 წლიდან მუშაობს. 2009 წლამდე იგი იყო იუტას შტატის გუბერნატორი. ჰანტსმანი ჩინეთში აშშ-ის ელჩიც იყო. ცნობისთვის: რუსეთმა ქვეყანაში აშშ–ის საელჩო მკაცრად გააკრიტიკა მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციების დროს საელჩოს საიტზე გამოქვეყნებული განცხადებისთვის, რომელიც შეიცავდა საპროტესტო მსვლელობის რუკას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, აშშ-ის საელჩო„რუსეთის შიდა საქმეებში“ ჩარევაში დაადანაშაულა.