
"თავისუფლება მიშას!" - რუსთავში აქცია მიმდინარეობს
04/10/2021 11:36:42 საზოგადოება
"თავისუფლება მიშას!" - ამ ლოზუნგით რუსთავის მე-12 საპატიმრო დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ავტოკოლონები მიხეილ სააკაშვილის საპატიმროსთან სიგნალებით, შეძახილებით და ტრანსფარანტებით მივიდნენ.
ტერიტორიაზე დამონტაჟდა სცენაც.
"ეს აქცია არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვვნით. სააკაშვილმა და ნებისმიერმა ჩვენი ქვეყნის ნებისმიერმა მოქალაქემ იცის, რომ ეს აქტი, რომლეიც ოლიგარქმა მის დაქვემდებარებულ ძალოვან სტრუქტურებთან აღასრულა არის პოლიტიკური აქტი, სამართლებრივი დავა ეს არ არის, ასევე მოუწევს ოლიგარქს, რომ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ის მალე გაათავისუფლოს. სააკაშვილს ექნება პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს ატქიური მონაწილეობა და ამის მოთხოვნით იწყება საპროტესტო აქციები აქ, რუსთავში", - ამბობს ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე.
ადგილზე სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა.