
ციციშვილის კლინიკაში 8 წლის ბავშვი კორონავირუსით გარდაიცვალა
04/10/2021 08:28:20 საზოგადოება
ციციშვილის სახელობის კლინიკაში 8 წლის ბავშვი კორონავირუსით გარდაიცვალა.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის თქმით, ბავშვს მძიმე თანმხლები დაავადებები ჰქონდა. პაციენტი საავადმყოფოში 18 სექტემბერს შეიყვანეს, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
"18-ში გადმოვიდა სხვა კლინიკიდან, ქრომოსომული დაავადება ჰქონდა, ფილტვის დაზიანება კოვიდის გამო, ასევე ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა და გულის კომბინირებული მანკი. გამოხატული იყო ჰიპოტროფია", - განაცხადა მაია ჩხაიძემ.