
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
04/10/2021 07:19:47 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 867 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 30 პაციენტი.
დღე–ღამის განმავლობაში დაავადებისგან გამოჯანმრთელდა 1877 პირი.
გუშინ საქართველოში 16 066 ტესტი ჩატარდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 867 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა,
- აჭარა – 73,
- იმერეთი – 143,
- ქვემო ქართლი – 65,
- შიდა ქართლი – 29,
- გურია – 22,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 65,
- კახეთი – 154,
- მცხეთა-მთიანეთი – 15,
- სამცხე-ჯავახეთი – 23,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 17 858, საიდანაც: 4 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 474, აჭარაში – 362, იმერეთში – 878. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 962 პირი, მათ შორის, თბილისში – 358, აჭარაში – 108, იმერეთში – 271. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში – 147, აჭარაში – 28, იმერეთში – 25. 601 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 298 – თბილისში, 168 – აჭარაში. 13 124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – 0.
2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 3 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია სულ 25 197 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 328 ადამიანი