
ბათუმის ქუჩები დაიტბორა, წაბლანაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა
04/10/2021 06:53:52 საზოგადოება
წვიმამ აჭარაში ისევ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა დაიტბორა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, საავტომობილო გზაზე წყლის ნიაღვარი მოედინება. ავტომობილებით გადაადგილება გართულებულია.
მისივე ცნობით, გარდა ამისა, წაბლანაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რის გამოც 7 ოჯახი დროებით გაასახლეს.
ჩამოწოლილმა მიწის მასამ გადაკეტა ფუშრუკაულის, ხაძირის და თხილვანის თემებისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო გზა.
6 ოქტომბრის შუადღემდე, ქვეყანაში არამდგრადი, ნალექიანი და ცივი ამინდია მოსალოდნელი, პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.