ძლიერი აფეთქება ქაბულში, არის მსხვერპლი
03/10/2021 20:32:47 მსოფლიო
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, მეჩეთთან ბომბის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა.
ინფორმაციას გამოცემა Aljazeera თალიბანის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არ ყოფილან თალიბანის მებრძოლები.
ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.


