ჰონდურასის საკურორტო კუნძულ გუანაჯაში ხანძარია, ევაკუირებულია ასობით ადამიანი (ვიდეო)
03/10/2021 05:41:54 მსოფლიო
ჰონდურასის საკურორტო კუნძულ გუანაჯაში ხანძარია. ცეცხლმა კუნძულზე ათობით სახლი გაანადგურა, ასობით ადამიანი ევაკუირებულია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მინიმუმ, სამი ადამიანი დაშავდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.
ცნობისთვის: კუნძულის ფართობი მხოლოდ 19 კვადრატული კილომეტრია, გუანაჯა ჰონდურასის სამი კუნძულიდან ერთ-ერთია და მისი ძირითადი შემოსავალი ტურიზმიდან მოდის.


