Accentnews.ge
გზების დეპარტამენტი: "რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით მხოლოდ ტრაილერებისთვის აიკრძალა"

გზების დეპარტამენტი: "რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით მხოლოდ ტრაილერებისთვის აიკრძალა"

02/10/2021 15:44:13 საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით მხოლოდ ტრაილერებისთვის აიკრძალა.

"რიკოთის ერთ-ერთ მონაკვეთზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით მხოლოდ ერთ ზოლზე მიმდინარეობს. ტრაილერებისთვის მოძრაობა დროებით, გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებამდე, აიკრძალა. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრთან (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გზის გაწმენდითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო, რაც ამ დრომდე აქტიურად გრძელდება", – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S