
პატრიარქი: "ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ დღევანდელ არჩევნებს"
02/10/2021 15:06:50 საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. პატრიარქმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით საპატრიარქოში მისცა.
„ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ დღევანდელ არჩევნებს. ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომელიც დგას დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე, იქნება დადებითად გადაწყვეტილი. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“,- ბრძანა ილია II-მ.