Accentnews.ge
სიმონიშვილი: "ვაკის მე-4 უბნიდან საიას დამკვირვებელი გააძევეს, მისი საჩივარი დახიეს"

სიმონიშვილი: "ვაკის მე-4 უბნიდან საიას დამკვირვებელი გააძევეს, მისი საჩივარი დახიეს"

02/10/2021 13:15:17 საზოგადოება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დირექტორი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ვაკის მე-4 უბანზე მათ დამკვირვებელს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საჩივარი დაუხია და უბნიდან გააძევა.

მისი თქმით, გარდა აღნიშნული უბნისა, კიდევ რამდენიმე უბანზე სიაის დამკვირვებლებზე ზეწოლა მოხდა და მათ არ ეძლევათ საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. კერძოდ,

  • "ბათუმის 44-ე უბანზე დამკვირვებლის თემურ ირემაძეს უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი უცნობი პირი დაემუქრა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს;
  • ჩუღურეთის მე-16 უბანზე საიას დამკვირვებელს, მას შემდეგ, რაც უბნის პერიმეტრზე მოქალაქეების მობილიზება შეამჩნია და ფოტო/ვიდეო გადაღება დაიწყო, ერთ-ერთმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა;
  • ისნის 64-ე უბნიდან საიას დამკვირვებელი უსაფუძვლოდ გააძევეს მას მერე, რაც ის ფოტო/ვიდეო გადაღებით ცდილობდა კაბინების არასათანადოდ განთავსების დაფიქსირებას;
  • ვაკის მე-4 უბანზე საიას დამკვირვებელს არ მისცეს საჩივრის დარეგისტრირების საშუალება. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დახია მიწოდებული საჩივარი, ხოლო მისი ავტორი (საიას დამკვირვებელი) გააძევა საარჩევნო უბნიდან;
  • ზუგდიდის 90-ე უბანზე საიას დამკვირვებელს შეუზღუდეს ვიდეოგადაღების შესაძლებლობა, შემდგომ კი უბნიდან გააძევეს", – აცხადებს სიმონიშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S