
12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17,72%–ია
02/10/2021 09:20:18 საზოგადოება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.72% –ია.
მისი ცნობით, ეს ნიშნავს რომ არჩევნებზე 12 საათისთვის 619 562 ამომრჩეველი მივიდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იმავე დროს აქტივობა 19.41% იყო; 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 16.5%, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 19.81%.
ყველაზე მაღალი აქტივობა 27.4% რაჭა-ლეჩხუმში, ხოლო ყველაზე დაბალი 15.8% თბილისში დაფიქსირდა.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.