Accentnews.ge
TI: "მარნეულში ერთმა ამომრჩეველმა ხმა 2-ჯერ მისცა, მალევე მესამედაც შებრუნდა უბანზე, თუმცა ხმის მიცემა ვეღარ შეძლო"

TI: "მარნეულში ერთმა ამომრჩეველმა ხმა 2-ჯერ მისცა, მალევე მესამედაც შებრუნდა უბანზე, თუმცა ხმის მიცემა ვეღარ შეძლო"

02/10/2021 08:18:51 საზოგადოება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" (TI) ინფორმაციით, მარნეულში, 22-ე საოლქო კომისიის #13 უბანზე ამომრჩეველმა ხმა ორჯერ მისცა, მესამედ კი ხელი დამკვირვებელმა შეუშალა.

"ამომრჩეველმა დილით მისცა ხმა, შემდეგ 09:52-ისთვის ისევ მივიდა უბანზე და კვლავ მისცა ხმა, მალევე მესამედაც შებრუნდა, ჩვენმა დამკვირვებელმა დაიწყო დარღვევის გადაღება, რა დროსაც ერთ-ერთი დამკვირვებელი მივარდა ამ ამომრჩეველს, გამოგლიჯა ბიულეტენები (ეს მომენტი არის გადაღებული), მესამეჯერ ვეღარ მისცა ხმა და დატოვა უბანი. დავწერეთ საჩივარი", - აცხადებენ TI–ში.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S