Accentnews.ge
საქართველოში საარჩევნო უბნებზე აქტივობა 10:00 საათისთვის 7,41%-ია

საქართველოში საარჩევნო უბნებზე აქტივობა 10:00 საათისთვის 7,41%-ია

02/10/2021 07:43:30 საზოგადოება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, საქართველოში საარჩევნო უბნებზე აქტივობა 10:00 საათისთვის 7.41%-ია.

მისი ცნობით, ეს ნიშნავს რომ არჩევნებზე 10 საათისთვის 259 273 ამომრჩეველი მივიდა .

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათისთვის აქტივობამ 8.33% იყო, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 6.74%, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 8.34%.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში, სადაც ხმა რეგისტრირებული ამომრჩევლების 11,2%-მა მისცა, ყველაზე დაბალი აქტივობა- 6.1% კი ამ დროისთვის ქვემო ქართლშია დაფიქსირებული.

საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S