
თბილისი და 3 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
02/10/2021 06:58:20 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 826 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 პაციენტი.
დღე–ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 795 პირი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 826 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 596 შემთხვევა,
- აჭარა - 85,
- იმერეთი - 362,
- ქვემო ქართლი - 96,
- შიდა ქართლი - 82,
- გურია - 38,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 163,
- კახეთი - 289,
- მცხეთა-მთიანეთი - 50,
- სამცხე-ჯავახეთი - 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 20 059 საიდანაც: 4 081 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 455, აჭარაში - 355, იმერეთში - 875. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 986 პირი, მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში - 106, იმერეთში - 272. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 236 პირი, მათგან თბილისში - 136, აჭარაში - 19, იმერეთში - 24. 696 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 375 - თბილისში, 170 - აჭარაში. 15 282 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 43, ხოლო აჭარაში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 1 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 197 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 453 ადამიანი.