Accentnews.ge
სააკაშვილი დაკავებულია

სააკაშვილი დაკავებულია

01/10/2021 15:46:37 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის განცხადებით, ექს–პრეზიდეტი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

"მინდა, საზოგადოებას ვაცნობო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდეტი ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცავებმა უმაღლეს დონეზე ჩააატრეს ძებნილი სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორი ყოფილიყო. [...] კარგად გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დამნაშავეა. კრიმინალი, სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ მოიქცა არაერთგზის, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ისე მოვექეცით, როგორც ჩვენი ხალხი და კულტურა იმსახურებს", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა ბრიფინგი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართა.

სად და რა გარემოებებში დააკავეს სააკაშვილი ჯერ-ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S