Accentnews.ge
ტრამპმა აშშ-ში ვენესუელას ყველა აქტივი გაყინა

ტრამპმა აშშ-ში ვენესუელას ყველა აქტივი გაყინა

06/08/2019 08:58:52 სხვა, მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელას სახელმწიფოს ყველა აქტივი გაყინა. ამერიკელების მიერ ვენესუელას ხელისუფლებასთან ბიზნესის წარმოებაზე აკრძალვა დაუყოვნებლივ შედის ძალაში.

ვენესუელას მთავრობის მთელი ქონება და სახსრები ბლოკირებულია და მათ მიმართ არანაირი მოქმედების ჩატარება არ შეიძლება. ბრძანების ხელმოწერის მიზეზად დასახელებულია ნიკოლას მადუროს მიერ ხელისუფლების უზურპაცია.

აკრძალვა შეეხებათ მადუროს გარემოცვის წევრებსაც, არც მათთან იქნება შესაძლებელი ბიზნესის წარმოება და მათ აშშ-ში შესვლაც აეკრძალებათ. გამონაკლისი იქნება მხოლოდ საკვების, წამლებისა და ტანსაცმლის შეძენა ვენესუელას მოსახლეობის საჭიროებისთვის. პრეზიდენტის ბრძანება ვენესუელას აყენებს ისეთი გარიყული სახელმწიფოების რიგში, როგორებიც არიან კუბა, სირია, ირანი და ჩრდილოეთ კორეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S