მსოფლიო ჩემპიონატზე მიმავალ რუს მოჭიდავეებს თვითმფრინავი დაატოვებინეს
01/10/2021 13:36:12 მსოფლიო
რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი და რამდენიმე მოჭიდავე ამსტერდამში თვითმფრინავიდან ჩამოსვეს.
ირკვევა, რომ ისინი, მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ ნიღბის ტარების წესს.
ნაკრები მიფრინავდა ამსტერდამში გადაჯდომით ნორვეგიაში, სადაც დაგეგმილია მსოფლიო ჩემპიონატი.
30 სექტემბერს ოსლოში მიმავალ თვითმფრინავზე არ მოხვდა ნაკრების წევრთა თითქმის ნახევარი, მათ შორის, მთავარი მწვრთნელი, ძამბოლათ თედეევი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი, ევროპის ჩემპიონი აბასაღჯი მაგომედოვი და სხვები.
ჩემპიონატი ოსლოში 2 ოქტომბერს იწყება. სპორტსმენებმა ოსლოში ჩასვლა 1 ოქტომბერს შეძლეს.


