
საქართველომ "სინოფარმის" მილიონი დოზა მიიღო
01/10/2021 12:55:12 საზოგადოება
ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოფარმის" ვაქცინის მილიონი დოზა საქართველოშია. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
გარდა სინოფარმისა, საქართველოში იმუნიზაციის პროცესი სინოვაკის, ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინებითაა შესაძლებელი.
1 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 30 პაციენტი გარდაიცვალა.