
საქართველოში კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი კვლავ მაღალია
01/10/2021 06:42:25 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1751 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 30 პაციენტი. ჯამში ვირუსმა ქვეყანაში 8 976 ადამიანი იმსხვერპლა.
ამასთან, NCDC–ს ცნობით, გამოჯანმრთელდა 1633 პირი.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 42 657 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 28 199, PCR ტესტით - 14 458
დადებითობის მაჩვენებელი:
- დღიური - 4,1%,
- ბოლო 14 დღის - 5,8%,
- ბოლო 7 დღის - 5,22%
სულ ჩატარდა - 1 799 446 აცრა, დღიურად აცრილია - 12 562