Accentnews.ge
სამინისტრო: "სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონპროექტი​ მზადდება"

სამინისტრო: "სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონპროექტი​ მზადდება"

30/09/2021 16:00:41 საზოგადოება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მზადდება კანონპროექტი​ მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, რომ აიცრან.

„აცრა ნებაყოფლობითია. იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან. გარდა ამისა, სამინისტრო „იუნისეფთან“ ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას. სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია. შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის: მანამდე თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პედაგოგების ვაქცინაციაზე შემდეგი განაცხადა:

"რამდენადაც ვიცი, დღეს შეიტანეს კანონპროექტი, რომ ყველა პედაგოგი უნდა იყოს აცრილი. ყველა ქვეყანამ გააკეთა ეს. რაღაცა მსოფლიოში ყოველთვის არის იძულებითი. გამოხატვის და პიროვნების თავისუფლება უზენაესია, მაგრამ რაღაც იძულებითია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S