
ცერცვაძე განმარტავს, რჩება თუ არა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ყველა პაციენტში იმუნიტეტი
30/09/2021 13:09:21 საზოგადოება
თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ყველა პაციენტში იმუნიტეტი არ რჩება.
მისი თქმით, კოვიდგადატანილი ადამიანებისთვისაც აცრა ისეთივე აუცილებელია, როგორც იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვირუსი ჯერ არ შეხვედრია.
"ტყუილია ის, რომ კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი რჩება, ყველასთან არ რჩება. ანტისხეულებით იმუნიტეტის შეფასება არის სანახევროდ შეფასება. კოვიდგადატანილებს კი ზოგს მაღალი იმუნიტეტი აქვს, მაგრამ ყველას არ აქვს. უმეტესობაში იმუნიტეტი ქვემოთ ჩამოდის,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.