
ცერცვაძე განმარტავს, რომელ ვაქცინებს გამოიყენებენ საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზად
30/09/2021 13:01:58 საზოგადოება
თბილისის ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან საქართველოში მესამე ე.წ. ბუსტერ დოზად Pfizer, Siniovac, Sinopharm იქნება გამოყენებული.
"AstraZeneca-ზე "ბუსტერ" დოზაზე არ გამიგია. მაგრამ მიდის საუბარი, რომ Sinovac-ს, Sinopharm-ის და AstraZeneca-თი აცრილები, "ბუსტერ" დოზით აიცრან Pfizer-ით, ანუ Pfizer-ი ერთგვარი უნივერსალურია "ბუსტერ" დოზისთვის და ჩინეთში "ბუსტერ" დოზისთვის იყენებენ საკუთარ ვაქცინას, Sinovac-ს და Sinopharm-ს. ასე რომ, დიდი ალბათობით, ეს ჩემი პროგნოზია, "ბუსტერ" დოზად დაშვებული იქნება ჯერ Pfizer და შემდგომ Sinovac, Sinopharm", -განაცხადა ცერცვაძემ.