Accentnews.ge
როგორ დავიცვათ საკუთარი ხმა შესაძლო გაყალბებისგან: 5 რჩევა

როგორ დავიცვათ საკუთარი ხმა შესაძლო გაყალბებისგან: 5 რჩევა

30/09/2021 10:57:15 საზოგადოება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ბათილად ცნობილი ბიულეტენების მნიშვნელოვანი რაოდენობა დასახელდა. ერთია, როდესაც ამომრჩეველი შეგნებულად აზიანებს ბიულეტენს პროტესტის ნიშნად თუ სხვა მოტივით, ხოლო მეორე – როდესაც ამომრჩეველი რეგისტრატორისგან იღებს იმგვარ ბიულეტენს, რომელიც ბათილად ცნობისთვისაა განწირული. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  • რეგისტრაციის გავლისას ამომრჩეველმა ხელმოწერა საკუთარი სახელისა და გვარის გასწვრივ, შესაბამის გრაფაში უნდა დატოვოს, რადგან როგორც გამოცდილი დამკვირვებლები განმატავენ, ხშირად, მსგავსი ცდილომილება მანიპულაციისთვის, „კარუსელისთვის“ გამოიყენება;
  • ბიულეტენი არ უნდა იყოს დაზიანებული. ხოლო თუ დაზიანებულია, მოითხოვეთ სხვა გამოცვლა, რათა თქვენს მიერ გამოხატული ნება ბათილადცნობას არ დაექვემდებაროს;
  • აუცილებელია, ბიულეტენზე დაფიქსირდეს რეგისტრატორის ხელმოწერა და დამოწმდეს ბეჭედით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ბათილად იქნება ცნობილი;
  • ამომრჩეველმა ბიულეტენზე მხოლოდ სასურველი კანდიდატი თუ პარტია უნდა შემოხაზოს მკაფიოდ და არ დატოვოს სხვა, ნებისმიერი სახის წარწერა;
  • გადაკეცილი ბიუტელენების კონვერტში მოთავსების შემდეგ ის საფუძვლიანად უნდა დაიხუროს, რადგან კონვერტიდან გადმოყრილი ბიულეტენები ასევე ბათილდება.

რა გზას გადის ამომრჩეველი:

ნაკადის მომწესრიგებელი - ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ამომრჩევლს სთხოვს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს. ასევე, ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩეველს ხელზე ანათებს ულტრაიისფერ ფარანს, რათა დარწმუნდეს რომ ამომრჩეველს მანამდე მარკირება არ გაუვლია. ნაკადის მომწესრიგებელი ამომრჩეველს უშვებს კენჭისყრის ოთახში რეგისტრატორთან, იმ შემთხვევაში თუ მასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება.

რეგისტრატორი - ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, სადაც სიაში შეტანილია მისი გვარის პირველი ასო. ამომრჩეველი რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ან საქართველოს მოქალაქეობის პასპორტს და არა მართვის მოწმობას. რეგისტრატორი ამოწმებს შესაბამისობას ამომრჩევლის მიწოდებული დოკუმენტაციის მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიაში მის სარეგისტრაციო მონაცემებს შორის. ასევე, ამოწმებს წარდგენილ საბუთებში და ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის ფოტოსურათის მსგავსებას. გადამოწმების შემდგომ, რეგისტრატორი ამომრჩეველს ხელზე ასხამს მარკირების სითხეს. ამომრჩეველი ხელს აწერს ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში საკუთარი მონაცემების გასწვრივ. საარჩევნო ბიულეტენის გადაცემამდე რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენს შესაბამის ადგილზე და ამოწმებს ბეჭდით. იგი ხელმოწერილ და ბეჭედდასმულ ერთი სახის ერთ ბიულეტენს გადასცემს ამომრჩეველს, რომელიც იღებს ბიულეტენს და შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში.

კენჭისყრის კაბინა - კაბინაში აკრძალულია ფოტო/ვიდეო გადაღება. ამომრჩეველი ავსებს ბიულეტენს და კეცავს მას იმდაგვარად, რომ არ ჩანდეს გამოხატული ნება.

საარჩევნო ურნა - საარჩევნო ბულეტენით ამომრჩეველი მიემართება საარჩევნო ყუთთან, სადაც იმყოფება საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი. ამომრჩეველი იღებს ერთ კონვერტს, შიგნით ათავსებს გაკეცილ ბიულეტენებს (ყველა ბიულეტენი თავსდება ერთ კონვერტში). კომისიის წევრი, ამომრჩეველს, რომელსაც მხოლოდ ერთი კონვერტი უჭირავს ხელში, უხსნის საარჩევნო ურნის ჭრილს, ამომრჩეველი ბიულეტენებიან კონვერტს საარჩევნო ურნაში ათავსებს და საარჩევნო უბანს ტოვებს.ამომრჩეველი იმყოფება უბანზე ზუსტად იმ დროით, რამდენიც ჭირდება მის ხმის მეცემის პროცედურას.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან და შეაფასებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო დამკვირვებლები. პროცესზე დასაკვირვებლად ქვეყანაში ასევე ჩამოვიდნენ ევროპარლამენტარები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S