თბილისი და სამი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
30/09/2021 06:49:11 საზოგადოება
ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისსა და სამ რეგიონში გამოვლინდა. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა,
- აჭარაში – 85,
- იმერეთში – 315,
- ქვემო ქართლში – 94,
- შიდა ქართლში – 79,
- გურიაში – 47,
- სამეგრელო-ზემო სვანეთში – 189,
- კახეთში – 262,
- მცხეთა-მთიანეთში – 54,
- სამცხე-ჯავახეთში – 35,
- რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 12.
ოფიციალური მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 969, საიდანაც:
- 4 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 513, აჭარაში – 400, იმერეთში – 896.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 045 პირი, მათ შორის, თბილისში – 370, აჭარაში – 124, იმერეთში – 296. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 260 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 22, იმერეთში – 27.
- 734 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 383 – თბილისში, 195 – აჭარაში.
- 14 012 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 52 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 43, ხოლო აჭარაში – 9.


