
საქართველოში კოვიდით გამოწვეული გართულებებით გარდაცვლილთა რაოდენობა 9 000–ს მიუახლოვდა
30/09/2021 06:26:24 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 743 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 29 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 266 ადამიანი.
24 საათში 36 047 ტესტი გაკეთდა. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 20 685, PCR ტესტით - 15 362
დადებითობის მაჩვენებელი:
- დღიური - 4,84%,
- ბოლო 14 დღის - 6,04%,
- ბოლო 7 დღის - 5,65%.
სულ ჩატარდა 1 785 862 აცრა, დღიურად აცრილია 10 347 პირი.
საქართველოში ჯამში ინფიცირების 613 012 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 585 071 გამოჯანმრთელდა, 8 946 გარდაიცვალა.