ეკვადორში, ციხეში დაპირისპირებას 116 ადამიანი ემსხვერპლა
30/09/2021 05:25:31 მსოფლიო
ეკვადორის ერთ-ერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ჩხუბს 116 ადამიანი ემსხვერპლა.
დაპირისპირება ორ ნარკოდაჯგუფებას შორის მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ხუთ პატიმარს თავი მოკვეთეს. ციხეზე კონტროლის მოსაპოვებლად 400-მდე სამართალდამცველი იქნა მობილიზებული.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ამბოხი ნარკოტიკული საშუალებების ტრეფიკით დაკავებული გავლენიანი მექსიკური დაჯგუფების დაკვეთით დაიწყო. ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.


