ევროკავშირი ბელარუსის რიგი ოფიციალური პირებისთვის სავიზო რეჟიმს გაამკაცრებს
29/09/2021 12:12:08 მსოფლიო
ევროკავშირი ბელარუსის რიგი ოფიციალური პირებისთვის სავიზო რეჟიმს გაამკაცრებს. ამის შესახებ ევროპის მიგრაციის კომისარმა ილვა იოჰანსონმა განაცხადა.
გადაწყვეტილების მიზეზად ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტთა უკანონო შედინება სახელდება. "მინსკის აგრესიული ქმედება ევროკავშირის დესტაბილიზაციის მიზნით ხორციელდება", – აღნიშნა იოჰანსონმა.
მისივე ცნობით, სავიზო შეზღუდვა ბელარუსის მოქალაქეებზე არ გავრცელდება და მხოლოდ გარკვეულ ოფიციალურ პირებს შეეხებათ.
გარდა ამისა, ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს ბელარუსის მოქალაქეების მხარდაჭერას და მათი უფლებების დაცვას.


