Accentnews.ge
ლა-პალმას კუნძულზე ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ ოკეანემდე მიაღწია და ტოქსიკური გაზის წარმოქმნის საფრთხე გაჩნდა (ვიდეო)

ლა-პალმას კუნძულზე ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ ოკეანემდე მიაღწია და ტოქსიკური გაზის წარმოქმნის საფრთხე გაჩნდა (ვიდეო)

29/09/2021 08:18:16 მსოფლიო

ლა-პალმას კუნძულზე ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ ოკეანემდე მიაღწია და ტოქსიკური გაზის წარმოქმნის საფრთხე გაჩნდა, – იუწყება BBC.

​მისი ცნობით, ტოქსიკურ გაზს შეუძლია ადამიანის კანს, თვალებსა და სასუნთქ სისტემას სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

კანარის კუნძულებზე, კუნძულ ლა-პალმაზე ვულკან კუმბრე-ვეხას ამოფრქვევა 19 სექტემბერს დაიწყო. ლავამ ასობით სახლი, სკოლა და სხვა შენობები და ბანანის პლანტაციები გაანადგურა.

ევაკუირებულია 6 000-დე ადამიანი. ესპანეთის ხელისუფლებამ ლა პალმა კატასტროფის ზონად გამოაცხადა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაზარალდა, ფინანსურ დახმარებას დაჰპირდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S