აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი გახდა
29/09/2021 07:54:32 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი გახდა. იგი ამ თანამდებობაზე ფილიპ რიკერს შეცვლის. დონფრიდის კანდიდატურას სენატმა 28 სექტემბერს დაუჭირა მხარი.
„აშშ-ის ალიანსების განმტკიცება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია, ეხება ეს „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლას, ეკონომიკურ თუ სოციალურ უთანასწორობას, კლიმატის ცვლილებებს, კორუფციას, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს, აგრესიულ რუსეთს და ჩინეთს, კიბერ საფრთხეებს თუ ტექნოლოგიურ კონკურენციას“,- განაცხადა დონფრიდმა სენატში გამართულ მოსმენაზე.
კარენ დონფრიდი German Marshall Fund–ს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით, იგი აშშ-ის ეროვნულ სადაზვერვო საბჭოში მუშაობდა.


