Accentnews.ge
United Airlines 600-მდე არავაქცინირებულ თანამშრომელს გაათავისუფლებს

United Airlines 600-მდე არავაქცინირებულ თანამშრომელს გაათავისუფლებს

29/09/2021 06:07:50 მსოფლიო

ამერიკული ავიაკომპანია United Airlines აცხადებს, რომ 593 თანამშრომელს, რომელმაც კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარი თქვა, სამსახურიდან გაათავისუფლებს.

”ეს წარმოუდგენლად რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩვენი გუნდის უსაფრთხოება ყოველთვის ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია”, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ კირბიმ და პრეზიდენტმა ბრეტ ჰარტმა.

რელიგიური ან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციის ვალდებულებისგან გათავისუფლების თხოვნით, კომპანიას 2 000-მდე თანამშრომელმა მიმართა, რაც United Airlines-ის 67 000 თანამშრომლის 3 %-ს შეადგენს. კომპანიაში განმარტავენ, რომ დარჩენილი თანამშრომლების 99% ვაქცინირებულია.

ცნობისთვის: აგვისტოს დასაწყისში United Airlines-მა განაცხადა, რომ კომპანიის ყველა ამერიკელი თანამშრომელი ვალდებული იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილიყო და ვაქცინაციის დამადასტურებელი ბარათი კომპანიის სისტემაში აეტვირთა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S