Accentnews.ge
მოსკოვი Russia Today-ს გერმანულენოვანი არხების დაბლოკვის გამო YouTube-სა და გერმანული მედიას საპასუხო ზომებით ემუქრება

მოსკოვი Russia Today-ს გერმანულენოვანი არხების დაბლოკვის გამო YouTube-სა და გერმანული მედიას საპასუხო ზომებით ემუქრება

29/09/2021 05:10:56 მსოფლიო

მოსკოვი Russia Today-ს გერმანულენოვანი არხების დაბლოკვის გამო YouTube-სა და გერმანული მედიას საპასუხო ზომებით ემუქრება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

”იმის გათვალისწინებით, რომ ინციდენტი მთლიანად შეესაბამება რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული საინფორმაციო ომის ლოგიკას, რუსეთში გერმანული მედიის წინააღმდეგ საპასუხო სიმეტრიული ზომების მიღება არა მხოლოდ მიზანშეწონილი, არამედ აუცილებელიც უნდა იყოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ [გერმანული მედია] წარსულში რამდენჯერმე გამოიჭირეს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევაში", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

სამინისტრომ ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც "უპრეცედენტო საინფორმაციო აგრესიის აქტი", რომელიც YouTube-მ გერმანიის ხელისუფლების დავალებით განახორციელა.

ცნობისათვის: YouTube-მ Russia Today-ს ორი გერმანული არხი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე დაბლოკა. გავრცელებული ინფორმაციით, Russia Today-ს არხები კოვიდ-19-თან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაბლოკეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S