
ხაჯიმბა ხვალ სოჭში პუტინს შეხვდება
05/08/2019 15:31:04 კონფლიქტები
აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა რუსეთის ფედერაციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ხვალ სოჭში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობისა და რუსულ-აფხაზური სამომავლო ურთიერთობების რიგი ასპექტების განხილვა.
შეგახსენებთ, რომ ივლისის ბოლოს სოხუმში ხაჯიმბა რუსეთში აფხაზეთის საკითხების კურატორ ვლადისლავ სურკოვს შეხვდა.
ცნობისთვის: თვის ბოლოსთვის, კერძოდ 25 აგვისტოს ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი.