Accentnews.ge
"დღეს საქართველოში შექმნილი ბიზნესგარემო ქართველ ინვესტორებს უჩენს ხალისს, საუკუნის პროექტებს მოკიდონ ხელი"

"დღეს საქართველოში შექმნილი ბიზნესგარემო ქართველ ინვესტორებს უჩენს ხალისს, საუკუნის პროექტებს მოკიდონ ხელი"

28/09/2021 17:18:44 ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ დღეს საქართველოში შექმნილი ბიზნესგარემო ქართველ ინვესტორებს “ხალისს უჩენს", განახორციელონ ამბიციური პროექტები ამის შესახებ მან ბათუმში “ამბასადორ აილენდის” პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“დღეს საქართველოში შექმნილია ისეთი ბიზნესგარემო, რომელიც ქართველ ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას და უჩენს ხალისს სწორედ ასეთ საუკუნის, ამბიციურ პროექტებს მოკიდონ ხელი და აიღონ ვალდებულება 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებისა აქ საქართველოში, აჭარაში, ბათუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ასეთი სამომავლო საქართველო გვინდა ჩვენ. სწორედ ასეთი მშვიდობიანი, სტაბილური, განჭვრეტადი ბიზნესგარემოს, განჭვრეტადი ბიზნესგეგმების, მეტი დასაქმების გარანტიას ვიძლევით ჩვენ და ეს ასე იქნება”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S