Accentnews.ge
მედია – თურქეთმა სირიის პროვინცია იდლიბში დამატებითი ძალები შეიყვანა

მედია – თურქეთმა სირიის პროვინცია იდლიბში დამატებითი ძალები შეიყვანა

28/09/2021 16:25:22 მსოფლიო

თურქეთმა სირიის პროვინცია იდლიბში დამატებითი ძალები შეიყვანა, – იუწყება თურქული მედია. მისი ცნობით, საჯარისო ძალები გადასროლილია ჯებელ-ეზ-ზაბის რაიონში და იდლიბის აღმოსავლეთით, სადაც თურქი სამხედროების სადამკვირვებლო პოსტებია განთავსებული.

თურქული მედიის ცნობით, ანკარა შესაძლო სამხმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ჯარისკაცები თავის პოზიციებზე ამონტაჟებენ მძიმე შეიარაღებას და ჯავშანტექნიკის პატრულს აძლიერებენ.

სირიაში ამ დროისთვის სამხედრო კონფლიქტი გამწვავებულია. სირიაში მშვიდობის დასამყარებლად რუსეთსა და თურქეთს შორის არაერთი ხელშეკრულება დაიდო, თუმცა ყველა უშედეგო აღმოჩნდა. ხვალ სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვედრას გამართავენ. Bloomberg-ს ინფორმაციით, ერდოღანი შეეცდება პუტინი დაარწმუნოს, რომ თურქეთის საზღვართან მდებარე სირიის ტერიტორიებიდან სირიელი სამხედროები გაიყვანოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S