Accentnews.ge
ბათუმის ცენტრალურ ნაწილში 1 400 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება

ბათუმის ცენტრალურ ნაწილში 1 400 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება

28/09/2021 14:12:33 საზოგადოება

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქ ბათუმის ცენტრალურ ნაწილში (დემეტრე თავდადებულის ქ. №61) 1 400 მოსწავლეზე გათვლილი (ორ ცვლაში) ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული კომპანიის მიერ დასრულდა პროექტირების პირველი ეტაპი. შეიქმნა თანამედროვე სკოლის პროექტი - საგანმანათლებლო, სპორტული და დასასვენებელი სივრცეებით.

პროექტის მიხედვით აშენდება 3 სართულიანი შენობა, სადაც საკლასო ოთახების გარდა განთავსდება: ლაბორატორიები, შესაბამისი ინვენტარით; ბიბლიოთეკა სამკითხველო და სადისკუსიო სივრცეებით; კომპიუტერული ოთახი; სააქტო დარბაზი (150 მაყურებელზე); სპორტდარბაზი ტრიბუნებით; შენობა იქნება სრულად ადაპტირებული და მოეწყობა ლიფტი. სკოლის ტერიტორიაზე განთავსდება ღია მოედანი და ეზო კეთილმოეწყობა მწვანე ნარგავებით. პროექტის ავტორია კონკურსში გამარჯვებული კომპანია სს,,აჭარკაპმშენი"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S