Accentnews.ge
მარნეულში, სადაც საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო, საპოლიციო ძალებია მობილიზებული

მარნეულში, სადაც საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო, საპოლიციო ძალებია მობილიზებული

28/09/2021 14:01:44 საზოგადოება

მარნეულის სოფელ შულავერში, სადაც დღეს საპროტესტო აქცია უნდა გამართულიყო, საპოლიციო ძალებია მობილიზებული. როგორც ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, პოლიციის ავტობუსებში სპეციალური ეკიპირებაც იყო.

აღნიშნულს წინ უძღოდა მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის განცხადება, რომელმაც დაგეგმილ აქციას პროვოკაცია უწოდა და თქვა, რომ აქციის მონაწილეები ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას მოითხოვდნენ.

როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე “ფორმულასთან” აცხადებს, საპოლიციო ძალების მობილიზების მიზანი მოსახლეობის დაშინებაა, რათა აქციაზე არ მივიდნენ.

"სოფლის მოსახლეობა ატარებდა მშვიდობიან აქციას და თავიანთი გასაჭირიდან გამომდინარე უნდოდათ, რომ მთავრობისთვის მიეწვდინათ ხმა რა უჭირთ, რა სჭირდებათ და რა უნდათ.იმის მაგივრად, რომ მთავრობამ ამ ხალხის აზრი გაიგოს და გაითვალისწინოს, სპეცრაზმი ჩამოიყვანეს და ვითარება იქეთ წაიყვანეს, რომ ხალხი დაეშინებინათ. რაღაც პროვოკაციების მოწყობას აპირებდნენო, აბსურდია. თვითონ აპირებდა ეს ხელისუფლება პროვოკაციას”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S