
"12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრის თაობაზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული"
28/09/2021 13:24:06 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ 12 წელს გადაცილებული ბავშვების კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.
მისი თქმით, მუშავდება ორი ვერსია.
"დაავადებათა კონტროლის ცენტრს თავისი მოსაზრება აქვს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი სამეცნიერო საბჭოში წარმოდგენილია, ისევე როგორც იმუნიზაციის საბჭოში და იქ დააფიქსირებს თავის მოსაზრებას. ორი მიდგომაა - ეს არ არის ახალი ველოსიპედი, არის საყოველთაო, როდესაც 12-დან 15 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი იცრება და მეორე მიდგომა - ე.წ. ბრიტანული, როდესაც იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ ბავშვები, რომელთაც აქვთ შესაბამისი ჩვენებები და ეს ჩვენებების სია საკმაოდ გრძელია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.