
"სოფლად ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია"
28/09/2021 13:16:06 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სადღეისოდ სოფლად ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.
"კახეთის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ პარასკევს იქ ოჯახის ექიმებთან გვქონდა საუბარი - დაახლოებით 20 დღეში 9 ადამიანი აიცრა, რაც პრინციპში არაფერი არ არის. ამდენად, ეს პროცესი არის გასააქტიურებელი", – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი, რადგან თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მე-5 ტალღა:
„განსაკუთრებით საყურადღებოა მიმდინარე პერიოდში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა. სექტემბრის დასაწყისთან შედარებთ, ბოლო კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია და დღეში 11-12 ათასი აცრა ტარდება. უპირატესად ეს არის მეორე დოზებზე აცრები, პირველ დოზებზე მოსულ პირთა რაოდენობა იკლებს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი, რადგან სწრაფად გავიაროთ დარჩენილი პერიოდი ამ ტალღის და ასევე თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი მე-5 ტალღა“.