Accentnews.ge
SEO – საიტის განვითარების კარგი შესაძლებლობა

SEO – საიტის განვითარების კარგი შესაძლებლობა

05/08/2019 14:11:47 ეკონომიკა, რეკლამა

ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა არის საძიებო ოპტიმიზაცია (Search Engine Optimization).

სანამ დავიწყებდით, აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ კომერციული საიტების 60-90%-ზე მეტი ვიზიტი მოდის საძიებო სისტემებიდან. სოციალურ მედიაზე, კონტექსტურ რეკლამასა და სხვა წყაროებზე კი – დანარჩენი 10-40%. სწორედ ამიტომ არის საიტის SEO ოპტიმიზაცია ასეთი მნიშვნელოვანი.

მოკლედ რომ აღვწეროთ, საძიებო ოპტიმიზაცია გულისხმობს კომპლექსურ მუშაობასა და სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებას საიტის პოზიციების ასამაღლებლად.

SEO ოპტიმიზაციის დადებითი მხარეები

დღესდღეობით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ SEO არის ერთ-ერთი საუკეთესო მარკეტინგული ინსტრუმენტი. აი, რატომ:

SEO ოპტიმიზაციის უარყოფითი მხარეები

მიუხედავათ პლუსებისა, მოცემულ მეთოდს საკუთარი მინუსებიც გააჩნია:

იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმიზაციის პროცესი მოითხოვს სპეციფიურ ტექნიკურ ცოდნას, დამოუკიდებლად მისი შესრულება ძალიან რთული აღმოჩნდება. SEO-ში პირობითად შეგვიძლია გამოვყოთ სამი მიმართულება: ტექნიკური, კონტენტ-ოპტიმიზაცია, ბმულების პროფილის შექმნა. გამოცდილი გუნდის გარეშე ნორმალური შედეგების მიღწევა თითქმის შეუძლებელია.

თვეებია საჭირო იმისთვის, რომ მივიღოთ პირველი ნორმალური შედეგები. ეს განპირობებულია იმით, რომ საძიებო სისტემების ალგორითმებს სჭირდებათ გარკვეული დრო რომ დაამუშავონ ის ცვლილებები, რომლებსაც საიტებზე ვახორციელებთ. გარდა ამისა, კარგი კონტენტის დამზადება და ტექნიკური ხარვეზების შესწორებაც გარკვეულ დროს იკავებს. SEO არ არის ერთჯერადი პროცესი. ის მოითხოვს თვალყურის მუდმივ დევნას და პერიოდულ განახლებას.

რეკომენდაციები

თუ გსურთ საიტის დამზადება ან უკვე არსებული საიტის განვითარება, გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები, რათა თავიდანვე აირიდოთ პოტენციური პრობლემები.

1. გადაიყვანეთ საიტი დაცულ პროტოკოლზე. რანჟირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, თუ რამდენად დაცული იქნება საიტის ვიზიტორი. როდესაც საიტს აქვს https ( S – secured) დაცული პროტოკოლი, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ვებ-რესურსის მომხმარებელის პირად ინფორმაციას არავითარი პრობლემა არ ემუქრება.

2. შექმენით მაქსიმალურად გასაგები და მარტივი ნავიგაცია. თუ საიტზე შესვლისას ვიზიტორს გაუჭირდება 3-5 წამის განმავლობაში იმის მოძებნა, რისთვისაც რეალურად შევიდა მასზე, ნუ გექნებათ იმედი, რომ Google ან სხვა საძიებო სისტემა ამას ვერ შეამჩნევს. მეტიც, შეამჩნევს და რეიტინგსაც დაკარგავთ.

3. გააფორმეთ გვერდები მედია კონტენტით – სურათებით, ვიდეოებით, ინფოგრაფიკებით და ა.შ. მედია კონტენტი მისცემს მკითხველს მოტივაციას უფრო დიდი ხანი გაჩერდეს საიტზე. რაც უფრო დიდია პორტალზე ყოფნის დრო, მით უფრო კარგი ქცევითი ფაქტორები აქვს მას და, შესაბამისად, მით უფრო მაღალ შეფასებას მიიღებს საიტი Google, Yandex ან სხვა საძებო სისტემის თვალში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S