Accentnews.ge
4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება

28/09/2021 12:27:32 საზოგადოება

4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მოგვიანებით, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სკოლებში ყველა მოსწავლისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება.

მისივე თქმით, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევის საშუალება კვლავ ექნებათ:

"მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ მშობლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. ანუ, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს იმას, რომ ურჩევნია ბავშვმა კვლავ დისტანციურად გააგრძელოს მეცადინეობები, ჩვენ ამის უფლებას ვაძლევთ".

მინისტრის განცხადებით, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებშიც მსგავსი მიდგომაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S