Accentnews.ge
იაპონიამ საქართველოს სამედიცინო აპარატურა გადასცა

იაპონიამ საქართველოს სამედიცინო აპარატურა გადასცა

28/09/2021 11:02:32 საზოგადოება

იაპონიამ საქართველოს 110 დეფიბრილატორი და 155 ელექტროკარდიოგრაფი გადასცა. აღნიშნული ინვენტარი საქართველომ 2.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში მიიღო.

როგორც იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ განაცხადა, სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემა მიზნად ისახავს რეანომობილების ტექნიკურ გაუმჯობესებას, რათა პანდემიისას საწოლების გადატვირთვის პერიოდში, რეანომობილში მოცდისას ხარისხიანი საბაზისო დახმარება იყოს უზრუნველყოფილი.

აღნიშნული მხარდაჭერა იაპონიის რიგით მეორე მსხვილი პროექტია გასული წლის განმავლობაში, იაპონიამ საქართველოს უკვე გადასცა 2.5 მილიონი დოლარი პანდემიასთან ბრძოლისთვის, ასევე 290 000 დოლარის ღირებულების ოთხი რეანომობილი, ასევე განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენატანი, ერთი მილიარდი დოლარი „კოვაქსის“ პლატფორმაში, რომელიც საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ვაქცინების თანასწორად ხელმისაწვდომობას ემსახურება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S