უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი გამოიძახეს
28/09/2021 09:33:19 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის ელჩი გამოიძახეს. მიზეზად უნგრეთსა და რუსულ კომპანია „გაზპრომს“ შორის გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტი სახელდება.
"გაზის ტრანსპორტირება ჩვენი ქვეყნის გვერდის ავლით ძირს უთხრის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. უნგრეთსა და „გაზპრომს“ შორის გაფორმებული ახალი შეთანხმება მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობებს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელლმა ოლეგ ნიკოლენკომ.
ამასთან, მან დაადასტურა ინფორმაცია საპასუხოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის გამოძახების შესახებ.
მისივე თქმით, უკრაინული მხარე გადამწყვეტ ზომებს მიიღებს ეროვნული ინტერესების დასაცავად.
27 სექტემბერს უნგრეთსა და „გაზპრომს“ შორის გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს უნგრეთისთვის გაზის მიწოდებას უკრაინის გვერდის ავლით.


