
პრემიერი კანონმდებლების წინაშე 31 მაისს წარსდგება
16/05/2019 11:17:59 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
„ევროპულმა საქართველომ“ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა. პარტიას კითხვა საბანკო რეგულაციების საკითხზე აქვს გადაგზავნილი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე 31 მაისს წარსდგება.
ცნობისთვის: ახალი რეგლამენტის თანახმად, ივნისის დასაწყისში პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მთავრობის ყოველწლიური მუშაობის ანგარიშით წარსდგება.