
გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდ–ინფიცირების მაჩვენებელი თითქმის გაოთხმაგდა
28/09/2021 06:39:09 საზოგადოება
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2185 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 40 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 010 ადამიანი,– იუწყება დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
- დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა - 31 216.
- კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 19 539-ია.
- გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 11 421 ადამიანი აიცრა.
დადებითობის მაჩვენებელი:
- დღიური - 7%,
- ბოლო 14 დღის - 6,32%,
- ბოლო 7 დღის - 5,96%.
26 სექტემბერს საქართველოში ინფიცირების 663 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 383 ადამიანი, 27 პაციენტი გარდაიცვალა.