Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში მობილიზაცია გამოცხადდა

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში მობილიზაცია გამოცხადდა

28/09/2021 05:32:39 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში მობილიზაცია გამოცხადდა. მიზეზად ქვეყანაში შექმნილი საწვავის კრიზისი სახელდება.

მთავრობის ინფორმაციით, არმიის ნავთობმზიდების მძღოლები მობილიზებულნი არიან, რათა საჭიროების შემთხვევაში საწვავის ტრანსპორტირების პროცესში ჩაერთონ.

დიდ ბრიტანეთში მომხმარებლებისთვის საწვავის მიწოდება გასული კვირის ბოლოდან შეფერხდა. ავტომფლობელებს დიდ რიგებში დგომა უწევთ. ბევრი ბენზინგასამართი სადგური დროებით დაიხურა.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში საწვავის საკმარისი მარაგია, კრიზისის მიზეზი კი ბენზინმზიდების მძღოლების დეფიციტია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აღნიშნულს ხელი შეუწყო ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლამ, რის გამოც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან გაერთიანებულ სამეფოში ჩასულმა მძღოლებმა მუშაობის უფლება დაკარგეს. BBC–ს ცნობით, ამჟამად დიდ ბრიტანეთში 90 ათასამდე მძღოლის დეფიციტია და ეს უარყოფითად აისახება სურსათით მომარაგების სფეროზეც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S