Accentnews.ge
ესპანეთში, ლა-პალმაზე ვულკანიდან ლავის ამოფრქვევა განახლდა

ესპანეთში, ლა-პალმაზე ვულკანიდან ლავის ამოფრქვევა განახლდა

28/09/2021 05:16:54 მსოფლიო

ესპანეთის კუნძულ ლა-პალმაზე ვულკანიდან ლავის ამოფრქვევა განახლდა.

კუნძულზე ვულკანის ამოფრქვევა 19 სექტემბერს დაიწყო. ლავა ვულკანის დასავლეთ ფერდობზე მიედინება და ზღვას უახლოვდება.

სანაპირო რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ხელისუფლება სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს, რადგან ლავის ზღვაში ჩადინების შემთხვევაში, მოსალოდნელია აფეთქებები და მომწამვლელი აირის გამოყოფა.

ვულკანის ამოფრქვევის გამო კუნძულზე შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა.

ბოლო მონაცემებით, განადგურებულია 500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, ეკლესიები ბანანის პლანტაციები. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე 178 მილიონი ევროთი ფასდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S